1878 წმინდა ნინოს
სახელობის გიმნაზია 1921
1921 მე–3 ჰუმანიტარული
ლიცეუმი 1924
1924 ცენტრალური საჩვენებელი
სკოლა 1931
1931 მე–5 სანიმუშო
სკოლა 1935
1936 კ.მარქსის სახელობის
პირველი საშუალო სკოლა 1943
1943 ქალთა პირველი
საშუალო სკოლა 1954
1954 მე–3 საშუალო
სკოლა
1989
1989 წმინდა ნინოს
სახელობის მე–3 საშუალო სკოლა 1995
1995 წმინდა ნინოს
სახელობის გიმნაზია 2005
2005 წმინდა ნინოს
სახელობის №3 საჯარო სკოლა 2012
საქართველოში თითზე ჩამოსათვლელია სასწავლო დაწესებულებები, რომელთაც საუკუნენახევრის ზღვარს გადააბიჯეს, ჟამთა ქარტეხილებს გაუძლეს და ეროვნულ ნიადაგზე დაფუძნებულებმა ღირსეულად ატარეს განგებისაგან ცოდნის ტაძრის მისია.
2012 სსიპ წმინდა ნინოს სახელობის ქუთაისის N3 საჯარო სკოლა.
საქართველოში თითზე ჩამოსათვლელია სასწავლო დაწესებულებები, რომელთაც საუკუნენახევრის ზღვარს გადააბიჯეს, ჟამთა ქარტეხილებს გაუძლეს და ეროვნულ ნიადაგზე დაფუძნებულებმა ღირსეულად ატარეს განგებისაგან ცოდნის ტაძრის მისია.
საუკუნე ნახევარზე მეტი წუთისოფლის მარადისობასთან
ცოტაა ალბათ, მაგრამ ერთი სასწავლებლისათვის ძნელად სავალი გზაა იგი. ამ რთულ გზაზე
ღირსეულად იარა და ჭეშმარიტებიდან არასოდეს გადაუხვევია წმინდა ქალწულის მოსახელე სკოლას.
„ბევრმა წარჩინებულმა მწერალმა მოანდომა თავისი გონებითიძალაიმკითხვას, რომელსაცქალებისემანსიპაციასვუწოდებთ, მაგრამ ამ ემანსიპაციის საქმეს ჯერ კიდევ დიდი წარმატება არ მისცემია და, ვინიცის, როდის მოვესწრებითიმბედნიერდროს, როცა ქალი გამოვა საზოგადო ასპარეზზედ და საკმაო სწავლითა და განათლებით აღჭურვილი შეებრძვის იმ უმეცრობას, რომელიც არის ჩვენი ნორმალური პოლიტიკური პროგრესის შემფერხებელი და ყოველსავე საქმეში ჩვენი დამაბრკოლებელი “გულისტკივილით წერდა ქართული საზოგადოების ერთი ნაწილი 1883 წლის გაზეთ „შრომის“ ფურცლებზე. ეს გულის ტკივილი კი გამოწვეული გახლდათ იმ მრავალი დაბრკოლებების არსებობის გამო, რომელიც ხელს უშლიდა ქალთა ემანსიპაციის საკითხთან ერთად სხვა
მრავალი სასიკეთო ეროვნული საქმის წამოწყებას.
საკითხს თუკი დღევანდელი გადასახედიდან გავაშუქებთ, ამ სტატიის პათოსი, ცოტაოდენ წინასწარმეტყველურიც კი მოგვეჩვენება. დღეს ხომ საზოგადოებრივ, გნებავთ პოლიტიკურ ასპარეზზ ეგამოსული ქალის სახე უცნობი არ გახლავთ ქართული თანამედროვე ყოფიერებისათვის. აშკარაა, რომ ქალთა ემანსიპაციის
საკითხი ყოველთვის იდგა ქართული საზოგადოების სამოქმედო პროგრამის დღის წესრიგში. სწორედ
მე-19 საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო ჩვენში
ფართო მოძრაობა ქართველ ქალთათვის ნამდვილი სკოლის დაარსების თაობაზე.
იმ დროისათვის არსებობდა თბილისის
ქალთა კეთილდღეობის საზოგადოება, რომელიც წლების განმავლობაში ეწეოდა დიდ კულტურულ-საგანმანათლებლო
და საქველმოქმედო საქმიანობას. კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველმა ნება დართო ქალთა
კეთილდღეობის გამგეობას, რათა მისი ინიციატივით ქუთაისში გიმნაზია გაეხსნათ. მართლაც,
1873 წლის 22 აგვისტოს ქუთაისში წმინდა ოლღას სახელობის გიმნაზია დაარსდა.
ქალთა ახლად გახსნილი გიმნაზია ძირეულად ეყრდნობოდა 1847 წლის 14 მაისს დაარსებულ ქალთა სასწავლებელს, რომელიც იმჟამად თბილისში მოქმედი ქალთა კეთილდღეობის საქველმოქმედო საზოგადოების თავჯდომარის, იმავე საზოგადოების ფუძემდებელის ქალბატონი. ვორონცოვას უშუალო თაოსნობითა და მზრუნველობით დაარსდა.
თავდაპირველად, ამ სასწავლებელს არსებობა მძიმე მატერიალურ პირობებში უხდებოდა. როგორც გარკვეული წყაროები გვიამბობენ, იმ ხანად ქუთაისი წარმოადგენდა ეკონომიკურად და კულტურულად უაღრესად ჩამორჩენილ ქალაქს, ჰყავდა უღარიბესი,ამასთანავე, მცირე რიცხოვანი მოსახლეობა. იმ დროინდელ ქალაქში,
ისეთი სოლიდური ტიპის სასწავლებელი, როგორიც ვაჟთა კლასიკური გიმნაზია გახლდათ(ამჟამად№1 საჯაროსკოლა) ჯერ კიდევ არ იყო გახსნილი, ის მოგვიანებით
1850 წელსდაარსდა.
როგორც სარწმუნო წყაროებიდან ირკვევა,
თავდაპირველად კერძო ინიციატივით შექმნილ ქალთა სასწავლებელში 30 გოგონა სწავლობდა, იგი სწავლის ქირისა და შემოწირულობის ხარჯზე არსებობდა და კარგა ხნის მანძილზე კერძო სახლში იყო განთავსებული.
1860 წლიდან კი დიდი კაპიტალური შენობა ააგეს სახაზინო ბაღის მეზობლად, სავარაუდოა, რომ ეს სწორედ ის შენობაა, რომელშიცამჟამადმე-3
საჯარო სკოლაა განთავსებული. დაარსების პირველ ეტაპზე სასწავლებელი შედგებოდა ორგანყოფილებიანი ერთი კლასისაგან.
ამ ერთ გვარი საგანმანათლებლო კერის პირველი მზრუნველი გახლდათ ქალბატონი უსპენხი, მაშინდელი ქუთაისის გუბერნატორის
მეუღლე.
მძიმე მატერიალური პირობების მიუხედავად,
ახლად გახსნილი სასწავლებელი პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას, მასგუბერნატორთან და მის მეუღლესთან ერთად ეხმარებოდნენ ქალთა კეთილდღეობის საზოგადოების ქუთაისის გამგეობის წევრები,
მისი მაშინდელი თავმჯდომარე ქალბატონიო. ლევაშევა. ამ უკანასკნელმა სასწავლებელთან შექმნა მოსწავლეთა ბიბლიოთეკა, რომელსაცსა ჩუქრად
150 წიგნი გადასცა. ო.ლევაშევასშემდეგამსაზოგადოების ქუთაისის გამგეობას1874-1882 წლებში განაგებდა პელაგია ქაიხოსროს ასული წერეთელი.
სასწავლებელი საბოლოოდ ოთხი კლასით დაკომპლექტდა.
ბუნებრივია, საზოგადოებას ვერ აკმაყოფილებდა ოთხკლასიანი სასწავლებელი, ამასთან დაკავშირებით სამართლიანად გვეჩვენება გაზეთ „დროებაში“
გამოქვეყნებული ერთ-ერთი პუბლიკაციის კრიტიკული ტონი: „ეს სასწავლებლები ზრდიდნენ ნამდვილ გონიერ ქართველ დედებს კი არა,
რაღაც დამახინჯებულ რუსინკებს, მათ არ უჩუქებიათ საზოგადიებისთვის არცერთი დედა, გამოჩენილი,
გონიერი და შვილების აღმზრდელი, არც ერთი მასწავლებელი, არცერთი მოღვაწე ჩვენი მწერლობისა და ლიტერატურისა,
მაშინ როცა ცხრა მთას იქით გადაკარგულმა მადამ ფავრის პანსიონმა თავის მოკლე ხნის არსებობისას, ქართული ენისა და ლიტერატურის გვარიანი სწავლის მეოხებით, გამოუზარდა ჩვენს ქვეყანას იმისთანანიჭიერიდათავისისამშობლოსპატრიოტიმწერალი ქალი,
როგორიც ეკატერინე გაბაშვილი იყო.“
ქალაქის საზოგადიებაში ნელ-ნელა მწიფდებოდა იდეა სასწავლებლის გიმნაზიად გადაკეთების თაობაზე,
რაც განპირობებული იყო საზოგადოების და უზარებელი შრომით. აღნიშნულმა იდეამ კი ხორცი შეისხა იმ დღეს,
როდესაც ქუთაისს კავკასიის მეფის ნაცვალი ეწვია, მან ქალაქის სხვა ღირსშესანიშნაობებთან ერთად ეს სასწავლებელიც მოინახულა,
ამით ისარგებლა ქალთა კეთილდღეობის გამგეობის თავმჯდომარემ პელაგია ქაიხოსროს ასულმა წერეთელმა და გუბერნატორთან შუამდგომლობის მისია იკისრა.
მეფის ნაცვალმა, საბედნიეროდ, დააკმაყოფილა თხოვნა და ეს საკითხი განათლების სამინისტროს წინაშე დააყენა.
ასე გაიხსნა ზემოთხსენებული ქალთა გიმნაზია ქუთაისში
1878 წლის 22 აგვისტოს, რომელიც ერთი პერიოდი წმ. ოლღას სახელს ატარებდა.
გუბერნატორის მალაფიევის თავმჯდომარეობით გაიმართა სასწავლებლის სამზრუნველო საბჭოს პირველი სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ამავე საბჭოს წევრები, ქალთა კეთილდღეობის საბჭოს თავმჯდომარე ქალბატონი პ. წერეთელი, ქალაქის თავადი აბაშიძე (სახელი და მამის სახელი უცნობია), ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი ლევანდა და სხვები. სხდომამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება გიმნაზიის გახსნის თაობაზე. ასე რომ, გიმნაზიის გახსნა საბოლოოდ დაგვირგვინდა იმავე წლის 8 სექტემბერს.
გიმნაზიის გახსნა თურმე ნამდვილი დღესასწაული იყო. დროთა განმავლობაში სასწავლებლის სტრუქტურამ დიდი ცვლილებები განიცადა: გაფართოვდა მასწავლებელთა და მოსწავლეთა კონტიგენტი, გაიხსნა ახალი კლასები, საბოლოოდ კი ქალთა გიმნაზია რვა კლასიან სასწავლებლად ჩამოყალიბდა .
გუბერნატორის მალაფიევის თავმჯდომარეობით გაიმართა სასწავლებლის სამზრუნველო საბჭოს პირველი სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ამავე საბჭოს წევრები, ქალთა კეთილდღეობის საბჭოს თავმჯდომარე ქალბატონი პ. წერეთელი, ქალაქის თავადი აბაშიძე (სახელი და მამის სახელი უცნობია), ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი ლევანდა და სხვები. სხდომამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება გიმნაზიის გახსნის თაობაზე. ასე რომ, გიმნაზიის გახსნა საბოლოოდ დაგვირგვინდა იმავე წლის 8 სექტემბერს.
გიმნაზიის გახსნა თურმე ნამდვილი დღესასწაული იყო. დროთა განმავლობაში სასწავლებლის სტრუქტურამ დიდი ცვლილებები განიცადა: გაფართოვდა მასწავლებელთა და მოსწავლეთა კონტიგენტი, გაიხსნა ახალი კლასები, საბოლოოდ კი ქალთა გიმნაზია რვა კლასიან სასწავლებლად ჩამოყალიბდა .
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ რვა კლასის
გახსნა სწორედ გიმნაზიის მოწაფეთა დაჟინებული მოთხოვნითა და მათი უშუალო თაოსნობით
მოხერხდა.
სწავლება ქალთა გიმნაზიაში 12-წლიანი ყოფილა,
სასწავლებელს ჰქონია ოთხი დაწყებითი განყოფილება (საბაღო, უმცროსი, საშუალო და უფროსი)
და შემდეგ რვა კლასი. მოწაფეებს ღებულობდნენ რვა წლის ასაკიდან. იქ, ძირითადად თავადაზნაურთა
წოდების ქალიშვილები სწავლობდნენ, ქალაქში მცხოვრებნი და ახლომახლო რაიონებიდან ჩამოსულები.
სწავლის ქირა წელიწადში 75 მანეთს შეადგენდა ოქროთი.
სასწავლებელში მკაცრი დისციპლინა ყოფილა
გამეფებული. მასწავლებელთა კადრები რუსი ეროვნების აღმზრდელი პედაგოგებით იყო დაკომპლექტებული.
საარქივო მასალებში დაცულია მრავალრიცხოვანი დოკუმენტები, რომლებიც შეიცავენ მასწავლებელთა
და მოსწავლეთა უფლება-მოვალეობათა საკმაოდ ვრცელ
ნუსხას. მათი ცოდნა სავალდებულო იყო ყველა მოსწავლისათვის.
მკაცრად იყო განსაზღვრული
სასწავლებელში მიღების წესები.საერთო მიღება ქუთაისის წმ. ნინოს სასწავლებელში ტარდებოდა
სასწავლო წლის დასაწყისში, აგვისტოს თვეში. ამ დროს სპეციალურად ინიშნებოდა სასწავლებლის
პედაგოგიური საბჭო.
რაც შეეხება კლასიდან
კლასში გადასასვლელ გამოცდებს, იგი ტარდებოდა როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულში- დეკემბერსა
და ივნისის თვეში. ცალკე ფორმდებოდა ის ფურცელი, ანუ საგნების უწყისი, რომელიც მერვეკლასელდამთავრებულთათვის იყო გამიზნული
და იგი დამამთავრებელ კლასად ითვლებოდა. მას ხელს აწერდა საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე,
ასისტენტი,საგნის მასწავლებელი და სასწავლებლის უფროსი. მერვე კლასის გამოცდების ჩაბარების
შემდეგ სასწავლო პედაგოგიური საბჭო ისმენდა საგამოცდო კომისიის ანგარიშს, რომელიცშეეხებოდა
აღსაზრდელთა თეორიული და პრაქტიკული ცოდნის შედეგებს. იგივე საბჭო ადგენდა კურსდამთავრებულთათვის
ოჯახის დიასახლისისა დამასწავლებლის წოდების მინიჭების საკითხს.სწავლისადმი ინტერესის გაღრმავების მიზნით სასწავლებლის დირექცია
აწესებდა ჯილდოებს, მაგალითად, წარჩინებულ მოსწავლეებს გადაეცემოდა ოქროსა და ვერცხლის
ჯვრები, მასწავლებლებს კი– ვერცხლის მედლები და ალექსანდრეს ლენტი.
დაჯილდოებას ხშირად დღესასწაულის
დღეებში აწყობდნენ. ამ ცერემონიალში ქუთაისის სამხედრო გუბერნატორიც მონაწლეობდა. გარდა
მოსწავლეებისა, გულისხმიერი და თავისი მოვალეობის საუკეთესო შესრულებისათვის ვერცხლისა
და სტანისლავის ლენტით აჯილდოებდნენ შვეიცარსა და სხვა მომსახურე პერსონალს.
წმინდა
ნინოს სასწავლებლის კურსდამთავრებული იგონებს: "დილით, ადრე, სასწავლებელში მისულებს
კარებში გვხვდებოდა "შვეიცარი", რომელიც სინჯავდა კაბის საყელოებს, სამაჯურებსა
და თეთრეულს. უსუფთაობაში შემჩნეულ მოსწავლეს უკანვე გააბრუნებდა. კლასის დამრიგებელი
იწოდებოდა "კლასნაია დამად", იგი, ამავე დროს, რომელიმე საგანს ასწავლიდა".
წმინდა ნინოს სასწავლებელში "საღვთო სჯული"
I კლასიდან ისწავლებოდა. ლოცვა ტარდებოდა რელიგიური რიტუალებისათვის განკუთვნილ ერთ
მომცრო ოთახში. ჩვენის ღრმა რწმენით, სავარაუდოა მისი არსებობა ახლანდელი მე–3 საჯარო
სკოლის შენობის იმ ნაწილში, სადაც ახლა ცენტრალური შემოსასვლელი მდებარეობს, ამას გვაფიქრებინებს
აღნიშნული შემოსასვლელის ტაძრისებური მომრგვალო ჭერი და მისი გუმბათისებრი
მოყვანილობა. ამ სამლოცველოს თავზე მოთავსებული
ყოფილა ქრისტიანობის სიმბოლო – ჯვარი, რომელმაც ჩვენამდე სამწუხაროდ ვერ მოაღწია.
საყოველთაოდ
მიღებულ რელიგიურ დღესასწაულებს წმინდა ნინოს ქალთა სასწავლებელი უჩვეულო განწყობით
ხვდებოდა, არქივის მასალებზე დაყრდნობით, ყოველი დღესასწაულის დროს, ეკლესიის სამღვდელო
პირი განცხადებით მიმართავდა გიმნაზიის უფროსს, გაეთავისუფლებინათ უკლებლივ ყველა გიმნაზიელი
იმ დღეს მეცადინეობისაგან, რათა დასწრებოდნენ სადღესასწაულო ცერემონიალს ეკლესიაში.
კურსდამთავრებულთა გადმოცემით, უდიდესი დღესასწაული
ყოფილა "ნინოობა" (სასწავლებლის სახელიდან გამომდინარე) – ძველი სტილით
14 იანვარს, სასწავლებლის მოსწავლეთა ძალებით ამ დღისთვის მზადდებოდა სპექტაკლი და
საკონცერტო ნომრები. მასზე დასწრების უფლება ჰქონდათ უფროსკლასელებს (მე–8 კლასი), მეჯლისზე იწვევდნენ ქალაქის თავსა
და სხვა ხელმძღვანელებს, აგრეთვე საპატიო სტუმრებს, გამოსაშვები კლასების გიმნაზიელ
ვაჟებსა და ოფიცრებს.
ყოველ გაზაფხულზე ჭლექიანთა
დასახმარებლად იმართებოდა გვირილობა. იგი სამ დღეს გრძელდებოდა (1–3მაისი), გვირილობის
დღეს ქალაქის რომელიმე წარჩინებულ მანდილოსანს
გააყოლებდნენ გიმნაზიელ ქალსა და ვაჟს. ვაჟს ყულაბა ეკიდა ფულისთვის, ქალს კი კალათით
გვირილები და ქინძისთავები ეჭირა. ქალი ქინძისთავით გვირილას მიაბნევდა გულზე ყოველ
შემხვედრს, ვინც ყულაბაში ფულს ჩააგდებდა. ვინც ფულს გადაიხდიდა, იგი სამი დღე ატარებდა
გულზე გვირილას, დღის ბოლოს თანხა ბარდებოდა საქველმოქმედო საზოგადოებას. ამ სამი დღის განმავლობაში ხდებოდა წყვილთა მონაცვლეობა
(ამ ტრადიციას ანალოგი გააჩნია საზღვარგარეთ, კერძოდ უელსში, ყოველი წლის 2 მარტს უელსელები
აღნიშნავენ დრაკონზე წმ. დავითის გამარჯვების დღეს კერძოდ, კარლეონის ზოგადსაგანმანათლებლო
სკოლაში სტუმრებს გულზე აბნევენ არა გვირილას,
არამედ შროშანს ქინძისთავით).
საინტერესოა სავალდებულო საგნების ჩამონათვალი: მაგალითად,
განურჩევლად, ყველა კლასში ისწავლებოდა "საღვთო სჯული", იგივე "ბოჟიე
ზაკონ", გარკვეული საათები ეთმობოდა კალიგრაფიას
(სუფთა წერა), პედაგოგიკას, ბუნებისმეტყველებას, მოსწავლეები გათვითცნობიერებული იყვნენ
იურისპრუდენციაში, სწავლობდნენ კანონმცოდნეობას, ეუფლებოდნენ ენებს (ფრანგული, გერმანული),
ხელგარჯილობას (ჭრა–კერვა, ქარგვა) და გალობის კურსებს გადიოდნენ. გიმნაზიაში დიდი
მოთხოვნილება იყო სასწავლო პროცესისათვის საჭირო
ნივთებსა და სახელმძღვანელოებზე. წლის ბოლოს სასწავლებლის პედაგოგიური საბჭო
ადგენდა უკლებლივყველა სახელმძღვანელოს სიას სასწავლო საგნებში და წარადგენდა თხოვნას
შუამდგომლობის მოტივით კავკასიის სასწავლო ოლქის მმართველის სახელზე გიმნაზიის ბიბლიოთეკისათვის
წიგნების შეძენის თაობაზე. როგორც აღვნიშნეთ, სასწავლებელში სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა
რუსულ ენაზე. ამის მიუხედავად, მასში სწავლის უფლება ჰქონდა ყველას, განურჩევლად სარწმუნოებისა,
ეროვნებისა, სოციალური წარმოშობისა, ყველას მათ, ვისაც სწავლის ქირის გადახდა შეეძლო.
ასე, მაგალითად, 1909 წლის იანვარში აქ სწავლობდა 725 მოსწავლე, აქედან, თავადაზნაურთა
შვილები –366, ჩინოვნიკებისა –46, სასულიერო
წოდებისა –28, ვაჭართა და მოქალაქეთა–73,მეშჩანთა–91,გლეხთა–108,კაზაკთა–8. საინტერესოა, აგრეთვე, ისიც თუ საიდან ხდებოდა სწავლის ხარჯების დაფარვა და
რა წყაროებიდან ფინანსირდებოდა სასწავლებელი. გარდა ინდივიდუალური გადასახადებისა,
გიმნაზიის შემოსავალში აღინიშნებოდა, როგორც საზოგადოების, ისე ეკლესიისა და სხვა ცალკეულ
პირთა მიერ შემოტანილი დახმარებანი და შემოწირულობანი, მაგალითად: ერთი დოკუმენტი იუწყება,
რომ ქალაქის საზოგადოებას ქართული ენის სწავლების გაძლიერების მიზნით 46 485 მანეთიდან
1200მანეთი გადაუხდია, გარდა სავალდებულო საგნებისა,
მშობლები იხდიდნენ, ასევე, არასავალდებულო საგნების თანხასაც. შემოსავლის წყარო იყო
შემოწირულობანი, ან კიდევ, რომელიმე თავადის კაპიტალიდან გადმორიცხული თანხა, რომელიც
შვილების აღზრდისათვის გადაიხდებოდა, ამას ემატებოდა კონცერტებსა და საღამოებზე აღებული
თანხა (შემონახული დოკუმენტები გვაცნობენ, რომ კერძო პირებსაც ჰქონდათ გახსნილი ანგარიში
ბანკში ღარიბ პანსიონატში მცხოვრებ გოგონათა სწავლებისათვის).
თუ გასავალს გადავხედავთ, ვნახავთ,რომ გიმნაზიის ძირითადი
თანხები, პირველ რიგში, ხმარდებოდა შენობის რემონტსა და შეკეთებას, გათბობას, განათებას
და ა. შ. ასევე, ხელგარჯილობისა და საკანცელარიო ნივთებს, ბიბლიოთეკისათვის შესაძენ
სახელმძღვანელოებს,სასწავლო დანიშნულების საგნებს, სამედიცინო ინსტრუმენტებს, ტანსაცმელს,
საჭმელს, ფეხსაცმელს პანსიონატში მცხოვრები გიმნაზიელებისათვის, ბანკის ვალებისგასტუმრებას.
ქართველი საზოგადოება ძლიერ იყო დაინტერესებული ქალთა სასწავლებლებისა და გიმნაზიების, საერთოდ, საგანმანათლებო კერების განვითარების თვალსაზრისით, მაგრამ დამაკმაყოფილებელ შედეგს მაინც ვერ ხედავდა. მას მიაჩნდა, რომ ქალთა გიმნაზიის დანიშნულება, პირველ რიგში, იყო კარგი, ღირსეული, განათლებული და მეოჯახე ქართველი დედის აღზრდა, თუმცა, იმავდროულად, მათ მიაჩნდათ რომ სასწავლებელი, სადაც რუსული ენის პროპაგანდა ძლიერი იყო, ძნელად თუ იძლეოდა ამ ნამდვილად ღირსეული ეროვნული წამოწყების კეთილად დაგვირგვინების საშუალებას.
No comments:
Post a Comment