მასწავლებელს
ყველა სხვა პროფესიის ადამიანზე მეტად მოეთხოვება
ზნეობრივი სიწმინდე, პოლიტიკური სიმწიფე, გულისხმიერება
და გულკეთილობა, ფართო განსწავლულობა და საქმისათვის თავდადება. სწორედ ეს თვისებები
ახასიათებთ წმინდა ნინოს სახელობის N3 საჯარო სკოლის მასწალებელთა დიდ ნაწილს,
სკოლის თავკაცს ბატონ თამაზ ჭაბუკიანს, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს მუშაობა წარმართოს
სკოლის რეფორმის მოთხოვნების შესაბამისად. სკოლაში 89 პედაგოგია, აქედან სერთიფიცირებულია
- 46.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ
სერთიფიცირების საქმეში არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად უკვე გადადგა ნაბიჯი,
როცა სკოლაში შეიქმნა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფი ე.წ. „შვიდკაცა“.
უკვე რამდენიმე წელია „შვიდკაცას“ ინიციატივით ტარდება გაკვეთილები რუბრიკით „კრიტიკული
მეგობარი“.
სკოლაში
შეიქმნა მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული
წინსვლის სქემაში ჩართული მასწავლებელთათვის შეფასების ჯგუფი.
სასწავლებელი ჩართულია დაწყებითი განათლების G-PRIED-ის პროექტში.
საქართველოს განათლების
და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში „ინივაციურ მასწავლებელთა
ფორუმი“ პირველი ადგილი დაიკავეს პედაგოგებმა:
მ. ლომთაძემ, ზ. მუშკუდიანმა და ნ. სულაკაძემ.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ
საერთაშორისო გუნდურ-ინტეგრირებული
პროექტების კონკურსში დიპლომები და
ფულადი პრემიები დაიმსახურეს პედაგოგებმა: მ. უჩაძემ, ი. სულაბერიძე, ნ.სვანიძე, ზ. მუშკუდიანმა, მ. ბუდაგაშვილმა, მ.
ლომთაძემ და ნ. ასათიანმა.
აშშ-ის
საელჩოს ინიციატივით ეწყობა FLEX-ის პროგრამა, სკოლის გამარჯვებული მოსწავლეები ყოველწლიურად
სწავლას აგრძელებენ ამერიკის სხვადსხვა სკოლებში.
ინგლისური
ენის პედაგოგები აქტიურად არიან ჩართული აშშ-ის საელჩოსა და ბრიტანეთის საბჭოების მიერ ინიცირებულ
საგანმანათლებლო პროექტებში. ინგლისური
ენის პედაგოგი თინათინ კუტივაძე საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციის
ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელია და ასევე
ბრიტანეთის საბჭოს ტრენერი.
2015
წლის გაზაფხულზე ინგლისური ენის პედაგოგების
(თ.კუტივაძე,ა.ჩაჩხიანი,ს.ხვადაგიანი,ზ. მუშკუდიანი) ინიციატივით ჩატარდა ოლიმპიადა ინგლისურ ენაში. გამარჯვებულებს აშშ-ის საელჩოს წარმიმადგენლებმა გადასცეს
სერთიფიკატები და ფასიანი საჩუქრები.
მშობლებთან
მუშაობა სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი რგოლია. ტრადიციულად სკოლაში ტარდება გაკვეთილები რუბრიკით: „მშობელი გაკვეთილზე“, „მეცნიერი გაკვეთილზე“
, „საეკლესიო პირი გაკვეთილზე“.
სკოლას სტუმრობდა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა
და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი ვანო კიღურაძე.
2013 წლის მაისის თვეში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან
დაკავშირებით ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში
მოხდა სკოლის ჰიმნის პრეზენტაცია.
ჰიმნი
ფარავნის ტბას არხევს ქარი,
ფარავნის ტბას არხევს ქარი,
ზეცა ათასფერადდა.
მოდის ნინო ვაზის ჯვარით
იბერიის მხსნელადა.
მოდის სიბრძნით საქართველო,
აქ ყოველთვის მღერიან,
ჩვენ ერთად ვართ და ერთობით
ყველა ბედნიერია.
მის: მოდის, წმინდა ქალწული და
მოაქვს უფლის სანთელი,
ელის მიწა ქართული და
უკვდავების ნათელი.
განამტკიცა ჭეშმარიტად,
უსასრულო ნათელი,
„სახელითა უფლისათა“
ნეტარ იყოს ქართველი.
აქ დაირწა ბევრი დიდი
ერისკაცის აკვანი,
წმინდა ნინოს მადლით ყვავის
ჩვენი ცოდნის ტაძარი.
სწავლით უნდა ავამაღლოთ
ჩვენი ერის დიდება,
უფლის რწმენით ეს ქვეყანა
მალე გაგვიბრწყინდება.
ჩვენ მოვდივართ ერის ბურჯად,
სისხლი გვიდუღს ქართული,
სიმღერებად დავაქუხებთ
სადღეგრძელოს ფანდურით.
ეს სამჭედლო წმინდა ნინოს
უკვდავ სახელს ატარებს,
გევედრებით, დიდო დედავ,
კალთა გადაგვაფარე!!!
ტექსტის ავტორი:
პოეტი ირმა ქურასბედიანი
მუსიკის ავტორი: ნონა კვარაცხელია
2009-2010 სასწავლო წლებში სასკოლო თეატრების ფესტივალზე
სკოლის მოსწავლეების მიერ დადგმულმა პიესამ „წმიდასა და ნეტარსა“ (რეჟისორიავთანდილ
სახამბერიძე, მუსიკალური გაფორმება ინგა ბრეგაძე) პირველი ადგილი დაიკავა.
ასეთია
სსიპ წმინდა ნინოს სახელობის ქ.ქუთაისის №3 საჯარო სკოლის მიერ განვლილი გზა, მისი
წარსული და აწმყო... თუმცა ყველაფრის ჩატევა
ამ მოკლე მონათხრობში შეუძლებელია. სასწავლებლის ისტორიის შესწავლამ სურვილი აღძრა,
რომ შეიქმნას ვრცელი წიგნი, რომელშიც საფუძვლიანად იქნება მოთხრობილი სკოლის წარსულსა და დღევანდელობაზე, სახელოვან პედაგოგიურ
კოლექტივზე, კურსდამთავრებულებზე, ამიტომ ნურავინ გვიწყენს, თუ აქ ყველას სათანადო
პატივი ვერ მივაგეთ...
ჩვენი სკოლა სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის
სრულყოფის ძიებით ხვდება თავისი არსებობის 170 წლისთავს. იუბილის დღეებში შეჯამდება
სკოლის მიერ გამოცხდებული კონკურსების შედეგები: „საუკეთესო მასწავლებელი“, „საუკეთესო
მოსწავლე“, „საუკეთესო კლასის ხელმძღვანელი“, „საუკეთესო მშობლი“, „საუკეთესო კურსდამთავრებული“.
გვწამს,
სკოლა კვლავაც ივლის იმ დიადი, ნათელი და ამაღლებული გზით, რომლითაც აქამდე უვლია...
ისევ იწკრიალებს ზარი ქართველი ერის, ქართული
ენის, საქართველოს სადიდებლად!
მტრის ჯინაზე
ეს იყო ასე, გუშინ, გუშინწინ,
თითქოს დარია,
მაგრამ გულში წვიმს.
მოჩანდა შორით
ავი სხეული,
დღეს შენ წინაშე
ვარ მუხლმოყრილი,
მესმოდა შორი უცხო ყროყინი,
ნისლია, მაგრამ მზე ჩანს გუგებში,
ისევ ნისლიდან მესმის ნუგეში,
თუმც ძველ სიყვარულს მტერი
თიშავსო,
შენ მტრის ჯინაზე
მღერი ძვირფასო,
ლექსს ამბობდი და ვიცრემლებოდი
და შენს სიყვარულს
მტკიცედ ვჩემობდი
გულის ტკივილი
გადამავიწყე,
ვეცი გველეშაპს
და დავამიწე,
აწმყოც შენია,
მომავალიცა
შენივ წარსული
მოვა, დაგიცავს,
ჟამს ბორეტების ზიხარ მირონში
გფარავდეს ჯვარი წმინდა ნინოსი.
ჯანსუღ ჩარკვიანი
წმინდა
ნინოს მადლი ჰფარავდეს სრულიად საქართველოს, ჩვენს ქალაქს, სკოლას, პედაგოგიურ კოლექტივსა
და მის აღსაზრდელებს.
დალოცვილ
იყოს გზა მომავლისკენ !
No comments:
Post a Comment