სკოლის დირექტორები


       ვინც ცოტათი მაინც იცნობს სახალხო განათლების ისტორიას ქუთაისში, მისთვის ადვილი წარმოსადგენია, რა დონეზე იქნებოდა დაყენებული სწავლა-აღზრდის საქმე იმ სკოლაში, სადაც ასეთი პედაგოგები ასწავლიდნენ.     
           1921-24 წლებში სასწავლებელს ხელმძღვანელობდა არკადი ჩხენკელი.
     1924 წლიდან ცენტრალური საჩვენებელი სკოლის დირექტორი იყო  ნიკოლოზ მიხეილის ძე მისაბიშვილი.
   
  ნ. მისაბიშვილმა 1915 წელს წარჩინებით დაამთავრა კიევის უნივერსიტეტი და მუშაობა დაიწყო ხაშურის გიმნაზიის დირექტორად. 1918 წლიდან მუშაობს ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის, შემდეგ ცენტრალური საჩვენებელი სკოლის დირექტორად, პედაგოგიური  ტექნიკუმის დირექტორად, განათლების განყოფილების ინსპექტორად, ხოლო ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტიურის დაარსების შემდეგ  რუსული ენისა და ლიტერატურის ლექტორად და კათედრის გამგედ. 1926 წელს ვალერიან კანდელაკთან ერთად გამოსცა რუსული ენის სახელმძღვანელო პ ე დ ა გ ო გ ი უ რ ი  ტექნიკუმებისათვის, 1933-37  წ ლ ე ბ შ ი   კი__სახელმძღვანელო საშუალო სკოლებისათვის. ქუთაისში მუშაობის დროს ნიკოლოზ მისაბიშვილი ეწეოდა პედაგოგიურ მეთოდურ მუშაობას მასწავლებელთა შორის. 
1937 წელს იქნა დაპატიმრებული და დახვრეტილი. 1956 წელს ნ. მისაბიშვილი რეაბილიტირებულ  იქნა.         
ნიკოლოზ მისაბიშვილის ქალიშვილი ასე იგონებს მამას:
„მამაჩემი, ნიკოლოზ მიხეილის ძე მისაბიშვილი, დაიბადა სენაკში 1884 წელს. პირველ დაწყებითი განათლება მან მიიღო  სენაკში ორკლასიან სასწავლებელში,შემდეგ კი წარჩინებით გააგრძელა სწავლა ბათუმის გიმნაზიაში.გიმნაზიის დამთავრების შემდეგ იგი მოღვაწეობას იწყებს ჟურნალისტურ დარგში წერს ფელეტონებს სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში.1908 წელს ის სწავლას იწყებს კიევის უნივერსიტეტში სიტყვიერების ფაკულტეტზე. სტუდენტობის პერიოდში აგრძელებს ჟურნალისტურ საქმიანობას.
ნიკო მისაბიშვილი იყო სტუდენტთა საბჭოს წევრი. სხვა სტუდენტთან ერთად მიიღო მონაწილეობატოლსტოურ ზეიმში”, რომელიც გადაიზარდა სტუდენტთა დემონსტრაციაში. ამ დემონსტრაციის ყველა მონაწილე იყო გარიცხული უნივერსიტეტიდან აღდგენის უფლების გარეშე,მაგრამ ერთი წლის შემდეგ ეს დადგენილება გაუქმდა და ის აღადგინეს უნივერსიტეტში. 1915 წელს მამა წარჩინებით ამთავრებს კიევის უნივერსიტეტს, ჩამოდის სენაკში და ოჯახს ეკიდება.მალე მუშაობას იწყებს ხაშურის გიმნაზიის დირექტორად. 1918 წლიდან მუშაობს ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორად,შემდეგ საცდელ-სანიმუშო სკოლის (წმინდა ნინოს გიმნაზია) დირექტორად.
            1937 წელს მამა დააპატიმრეს. მახსოვს, ციხის კარებთან ე.წ „პერედაჩის“ გასაგზავნად იდგა დედაჩემი. მასთან ერთად იყო ცნობილი რეჟისორის, რეზო ჩხეიძის დედაც. ამ დროს გამოიყვანეს პატიმრები და ჩასვეს მანქანაში. მამამ ქუდი მოიხადა და დაიხურა, რითაც დაემშვიდობა დედაჩემს. მამაჩემის პირად საქმეში ახლაც დევს ჩემი წერილი სტალინის სახელზე, სადაც ვწერ: ყველა სკოლაში დადის, მე კი თვალცრემლიანი ვზივარ სახლში. ოქტომბრის ბოლოს აღმადგინეს სკოლაში.“
1932 წლიდან სანიმუშო სკოლას ხელმძღვანელობდა დიდი ენერგიის მქონე, სკოლის ცხოვრებით მეტად დაინტერესებული და კარგი ადმინისტრატორი ივანე ზვიადაძე, რომელმაც ნიკო მისაბიშვილის ბედი გაიზიარა (დახვრიტეს 1937 წელს, თუმცა შემდეგ ისიც რეაბილიტირებული  იქნა).
ჟურნალისტი გივი მეფისაშვილი ასე იგონებს ივანე ზვიადაძეს:
„ივანე ზვიადაძემ  დიდი ენერგია და შრომა მოახმარა წმინდა ნინოს ყოფილი სასწავლებლის შენობას.პირველი საშუალო სკოლის დაარსებას, საცდელ-სანიმუშოს სახელით რომ იყო ცნობილი.   ამ სკოლას (ახლანდელი #3 სკოლა) სათავეში ჩაუდგა როგორც პირველი დირექტორი,ეს 27 წლის ერუდირებული, შრომისმოყვარე და განათლებული ახალგაზრდა, რომელსაც ახალი დამთავრებული ჰქონდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.                              
1933 წლის პირველკლასელებს ყველაზე მეტად შემოგვრჩა მეხსიერებაში ჩვენი აღმზრდელი პედაგოგი, რესპუბლიკის დამსახურებული მასწავლებელი ლიზა ნიკოლავა და დირექტორი ივანე ზვიადაძე. ქარიანობით ცნობილ ჩვენს ქალაქს არაერთხელ დატყდომია ქარიშხალი. დაგვიზიანდა სასკოლო შენობის თითქმის  ყველა ოთახი. ბატონი ვანო  არ დალოდებია სარემონტო კანტორიდან ხელოსნებს. გუშინდელივით მახსოვს, თვითონ ჩაქუჩით ხელში როგორ სვამდა ფანჯრებს, დიდი გულმოდდგინებით ხელმძღვანელობდა პედაგოგებისგან სახელდახელოდ შემდგარ ბრიგადას.
მოსწავლეები რაღაც განსაკუთრებული მოკრძალებით ვიყავით მისდამი განსჭვალული. დირექტორის ცეცხლოვან და ამასთან  კეთილ გამოხედვაში ვგრძნობდით სკოლისადმი დიდ მზრუნველობას, სითბოს, სიყვარულს. არ არსებობდა მისთვის განსაზღვრული დრო.იგი ყოველთვის სკოლაში იყო, მუდამ მოფუსფუსე და შრომაში გართული პატარები ვიყავით მაგრამ, როგორც აღვნიშნე, დაკვირვებით ვუცქერდით ბატონი ვანოს თვალებს, რომელშიც უმალ ამოვიკითხავდით აღსაზრდელთა სულში ჩაწვდომის საოცარ უნარს. იგი ყველა მოსწავლის სულიერი სამყაროს ამოცნობას ცდილობდა და ყოველ საუბარს მტკიცე დისციპლინის დანერგვის აუცილებლობით იწყებდამან სკოლაში მოიწვია სახელგანთქმული მასწავლებლები:პლატონ წულუკიძე, ნიკიფორე ჩოგოვაძე, ვასო ღამბაშიძე, მასურია ჭუმბურიძე, ნასტია რამიშვილი, ბართლომე კუხიანიძე, ვანო ჭეიშვილი და სხვები.                             
მუდამ სანიმუშო წესრიგი, ცალკეული დისციპლინების საფუძვლიანი სწავლა, მასობრივ-ორგანიზატორული მუშაობის ახალი დონე _ აი, რა იყო ივანე ზვიადაძის ყოველდღიური ფიქრისა და განსჯის საგანი. ყველა გრძნობდა, რომ სწორედ აქედან გამომდინარეობდა საქმისადმი მისი ფანატიკური ერთგულება.
             "სკოლა წმინდა ტაძარია, სადაც განსწავლულ მოძღვართა გულმხურვალე ქადაგებით ნორჩი მოყვასნი ხარბად ეწაფებიან  ჭეშმარიტი მეცნიერების ანკარა წყაროს, იღებენ წმინდა ზიარებას. ამ მოძღვრებს ჰყავთ თავიანთი წინამძღვარი, მოძღვართ-მოძღვარი, რომელიც ჩირაღდანივით უნათებს გზას თანამდგომსაც და ნორჩ მოყვასთაც. სწორედ ასეთ მოძღვართმოძღვარად უნდა მივიჩნიოთ თამარ დახუნდარიძე, რომელიც თითქმის 50 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა სასწავლებელს და უანგაროდ, უმწიკვლოდ,ღრმა რწმენით და გატაცებით ემსახურებოდა მოზარდი თაობის სწავლა-განათლების და აღზრდის რთულ საქმეს." (გ.ალავერდაშვილი)
          
,,მოსწავლე ჭურჭელი როდია, რომ აავსო. იგი ჩირაღდანია, რომელიც უნდა აანთო'' .
თამარ დახუნდარიძე      
                       
საქართველოს რესპუბლიკის დამსახურებული მასწავლებელი თამარ დახუნდარიძე ის ბედნიერი გამონაკლისია, ვისაც სიცოცხლეშივე ერგო ჯეროვანი დაფასება, პატივისცემა და სიყვარული. იგი ყოველთვის ულამაზეს მოგონებად დარჩება  თავისი კოლეგებისა და აღსაზრდელებისათვის.
     
            „უპირველეს ყოვლისა ქალბატონი თამარი დაბადებული იყო მასწავლებლად.იგი გეოგრაფიას მასწავლიდა IX-X კლასებში. ეს მარტო საგნის სწავლება არ იყო, იგი გვასწავლიდა მთელ  ცხოვრებს, გვინათებდა გონებას,  გაკვეთილზე სულგანაბული ვუსმენდით მის მომხიბლავ თხრობას. მახსოვს ჩვენი სკოლის სიამყეს, დაწყებითი კლასის მასწავლებლებს  ლიზა ნიკოლავას სმენა დაუქვეითდა.როგორ განიცდიდა ქალბატონი თამარი ამას. ერთ დღეს ლიზა მასწავლებელს სმენის აპარატი ჩამოუტანეს გერმანიიდან. იმ დღეს ზეიმი იყო სკოლაში.  თამარი სიხარულისგან ტიროდა–ჩვენი ლიზა დაგვიბრუნდაო, ვხარობდით ყველა. ასაკმა თავისი მოიტანა, ლიზა მასწავლებელი პენსიაზე გავიდა. მისი გაცილების საღამოს მოწყობა თამარმა მე დამავალა. ღამეები არ მეძინა, ისე განვიცდიდი. ხუმრობა საქმე არ იყო რესპუბლიკის დამსახურებული მასწავლებლის,საქვეყონოდ ცნობილი ლიზა ნიკოლავას გაცილების საღამოს მოწყობა, ეს დიდი ნდობა იყო  და ამიტომაც განვიცდიდი. საღამო ჩინებული გამოვიდა. მე ველოდი ,,განაჩენს''. ჩემი ჯერიც დადგა,  პატივცემულმა თამარმა გულში ჩამიკრა, მომეფერა. ორივე ვტიროდით სიხარულითა და სინანულით. ასეთი ბედნიერი დღეები ბევრი მახსოვს, ასე გვზრდიდა, გვაახლოვებდა და გვაყვარებდა ერთმანეთს.
                                                                     ლედი გოგიშვილი 
                                                    ინგლისური ენის მასწავლებელი
                                                სახალხო განათლების წარჩინებული.

„თამარ დახუნდარიძე ჩემი და ჩემი შვილების დირექტორი იყო. ზომიერად მკაცრი, სამართლიანი, მომთხოვნი, თავის საქმეზე უსაზღვროდ შეყვარებული პიროვნება. ბევრის მომცემი იყო მისი   გეოგრაფიის გაკვეთილები, მის მიერ ჩატარებული პედაგოგიური საბჭოს  სხდომები დატვირთული იყო მოსწავლეებზე ზრუნვით. ერთხელ შევხვდი კურსდამთავრებულ მოსწავლეს და მისგან გავიგონე იგივე სიტყვები, რასაც ჩემი თანაკლასელები  ხშირად ამბობდნენ: „თურმე რა კარგ სკოლაში ვსწავლობდითო.“
                                                მარიეტა ბაღათურია
                                               რუსული ენისა და ლიტერატურის        
                                              მასწავლებელი
 „თავისი საქმიანობით გამორჩეული პიროვნების ავ–კარგის ერთადერთი პირუთვნელი შემფასებელი ხალხია, საბოლოო მსჯავრის დამდები და უზენაესი მსაჯული კი– დრო.
მასწავლებლობა, ალბათ, ერთგვარი თვითშეწირვაც არის, ათას ცხოვრებისეულ სიამოვნებაზე უარის თქმა.ერთი ცნობილი ლექსის პერიფრაზს თუ მოვიშველიებთ, ქალბატონმა თამარმა მისცა ბავშვებს  მისი ცხოვრების საუკეთესო დღეები და წლები.
თამარ დახუნდაიძე თავისი ქცევითა და საკუთარი ცხოვრების წესით აქანდაკებდა შეგირდთა სულებს, სასიკეთოდ მომართავდა მათ გონებას, იგი შეუცდომლად იკვლევდა  გზას ნორჩი სულების ლაბირინთებში და ცოდნის ციცაბო ბილიკებზე გაჰყავდა თავისი შეგირდები. ხშირად უყვარდა თქმა ,,მასწავლებლობა–ბეწვის ხიდივითაა–წაფორხილება არ შეიძლებაო ’’ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებმა ასე გამოხატეს თამარის დამსახურება:,,სკოლისთვის იშვა,სკოლამ ზარდა და სკოლას ზრდიდა,უკანასკნელი ამოსუნთქვა სკოლაში დარჩა ნამდვილი,წმინდა მასწავლებლის სახელი ზიდა და ამიტომაც გარდაცვლილი კვლავ ჩვენთან დარჩა.’’
            ქალბატონმა თამარ დახუნდარიძემ იცხოვრა სისხლსავე ლამაზი ცხოვრებით და მოიმკა ის,რაც მისი სულის საზღაურად ღირს, მას სიყვარული და არდავიწყება ჰქვია.
მარინა ლომთაძე
სკოლის დირექტორის მოადგილე

   აღსანიშნავია, რომ ამ სასწავლებელში მისი არსებობის მანძილზე ძირითადად და ტრადაციულად ქართული არისტოკრატული და ინტელექტუალური ელიტის წარმომადგენელთა შვილები სწავლობდნენ.
1986 წლიდან სასწავლებელს ხელმძღვანელობდა რომან ცინცაძე, რომელსაც გიმნაზიის მოსწავლეები ასე ახასიათებდნენ:
„გამორჩეული გარეგნობი, თმადათოვლილი კაცი, თვალებში სიყვარული რომ ჩასახლებია და კეთილი,  გურული ღიმილით გვეგებება თითოეულ ჩვენგანს... დინჯად დააბიჯებს სკოლის დერეფნებში და აქაც ვგრძნობთ მის უსაზღვრო სიყვარულს. ზოგს თავზე გადაუსვამს ხელს, მიუალერსებს, შეაქებს, ზოგსაც...“.
                ბატონი გია მურღულია ასე იგონებს რომანს:
„დღეს განათლების სისტემას, სკოლას კაცები აკლია და არა მხოლოდ რაოდენობრივად. ბატონი რომანი  ნამდვილი სკოლის კაცი იყო. ის გამახსენდება როგორც დიდებული ხელმძღვანელი, რომელმაც სხვათაგან განსხვავებით იცოდა რა იყო საჭირო და როგორ გაეკეთებინა ეს; ის შინაგანად მთლიანი კაცი იყო,  სიმართლისა და სილამაზის დამფასებელი ."
                1992 წელს გიმნაზია ი.გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიურ მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის საბაზო გახდა. დაინერგა სიახლეები, შეიცვალა სასწავლო გეგმა, პროგრამები, რამაც უფრო სრულყოფილი გახადა  სასწავლო პროცესი.
             შეიცვალა  სასწავლებლის მმართველობით-მაკონტროლებელი  სტრუქტურა. შეიქმნა დიდაქტიკური ლაბორატორია, რომელიც მეთოდურად მართავდა სასწავლო პროცესს.თითქმის ყველა საგანში გაუმჯობესდა და შეიქმნა საავტორო პროგრამები. შემოღებულ იქნა ახალი საგნების სწავლება: გერმანული ენა, მეტყველების კულტურა, რელიგია და კულტურა.
1990 წელს სასწავლებელში შეიქმნა წმინდა ნინოს საზოგადოება, როგორც მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზაცია,რომლის პირველი პრეზიდენტი იყო დავით ასათიანი(დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო      უ ნი ვ ე რ ს ი ტ ე ტ ი ს  საერთაშორისო    ს ა მ ა რ თ ლ ი ს ა   და ურთიერთობების იურიდიულ-ეკონომიკური ფაკულტეტი).

   1996 წელს  მე-11 კლასის მოსწავლის გიორგი შარვაშიძის ინიციატივით დაარსდა ახალგაზრდულ- საინფორმაციო ლიტერატურული გაზეთი „ისრიმი“. 1998  წელს გაზეთმა მოიპოვა სოროსის ფონდის გრანტი პროგრამისთვის „მასმედიის განვითარება სასწავლო დაწესებულებებში.“
              1983 წელს დაარსდა ინგლისურენოვანი თოჯინების თეატრი, 1991 წელს თეატრი მიწვეული იყო უელსში, სადაც დიდი მოწონება.




2001 წლიდან სკოლას ხელმძღვანელობს ბატონი თეიმურაზ ჭაბუკიანი. ის ამბობს:

"დიდი პატივია იყო იმ სკოლის დირექტორი, სადაც მუშაობდნენ, იღწვოდნენ ესოდენ  ღირსეული ადამიანები...მათი აჩრდილები ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვხვდება სკოლის დერეფნებში. მათი სულები დაგვტრიალებენ თავს  ყოველი განსაცდელის ჟამს და გვიღიმიან სიხარულისა და ბედნიერების წუთებში.მათ ნაკვალევზე სიარული მიგვიყვანს ტაძრამდე."

No comments:

Post a Comment