სასწავლებლის სტუმრები

1995 წლის ზაფხულში გიმნაზიას ესტუმრა იუნესკოს გენერალური  მდივანი ბ-ნი ფედერიკო მაიორი, რომელმაც გიმნაზიის დირექტორს იუნესკოს ორგანიზაციაში სასწავლებლის ასოცირებულ წევრად შესვლის ოფიციალური დოკუმენტი გადასცა.
    

  1994  წელს გიმნაზიას ესტუმრა მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი ბართლომეოსი, 1997 წელს ქალაქ ბელფასტის მერი.  სასწავლებელში   სხვადასხვა დროს სტუმრად იმყოფებოდნენ:ბრიტანეთის კონსული დევიდ როუსო-ნი(ნიუ-პორტი), სტივ ჰო-უზლიცი (გაზეთ ,,საუთ უელს არგოს“ რედაქტორი), მაიკლ ბაკინჰემი (იმავე გაზეთის კორესპონდენტი) ბერილ ჰარისი (ვალური ენის მასწავლებელი), ქვინის ჰარისი (ქალთა ლიგის პრეზიდენტის მოადგილე) კეროლაინ მაკლაჰენი (დაწყებითი სკოლების დირექტორთა საბჭოს წევრი), როზმარ  ბატლერი (ნიუ-პორტ__ ქუთაისის ასოციაციის თავმჯდომარე ნიუ-პორტში), დერეკ  ბატლერი (მხატვარი
).  
   1993  წლის 15 მაისს აღინიშნა სასწავლებლის 145 წლის იუბილე.
  ამონარიდები შთაბეჭდილებათა წიგნიდან:


  „უფალს განსაკუთრებით უყვარს  ბავშვები და ლოცავს მათ და თუ თქვენ გექნებათ დიდი სიყვარული და სურვილი მასთან სიახლოვისა,თქვენი გული გახდება ტაძარი,სულისა წმინდისა სავანე ღვთისა.უსურვეთ და გაუკეთეთ სიკეთე ყველას,იმასაც კი  ვინც თქვენ გაწყენინებთ და გიმტრობთ და სხვისთვის გაკეთებული სიკეთე ათმაგათ დაგიბრუნდებათ. ერიდეთ ცოდვას,რადგან ყოველი დანაშაულისთვის და ყოველი მცდარი სიტყვისთვის პასუხს ვაგებთ ღვთის წინაშე.
   საცოდავი და საბრალოა ვინც ბოროტებას ატარებს გულით და ღვარძლს თესავს თავის გარშემო. მისთვის ჯოჯოხეთი ამ ქვეყნიდანვე იწყება. ღმერთმა გიხსნათ ამ სატანჯველისაგან.
  ყველაზე დიდი ცოდვა არის ამპარტავნება,სიამაყე.ნუ იამაყებთ ნურც თქვენი ნიჭით,ნურც სილამაზით,ნურც გონებითა და ცოდნით,ნურც ფიზიკური ძალით.გახსოვდეთ,ეს ყველაფერი ღვთისაგან გაქვთ ნაბოძები,რათა იგი სიკეთისთვის გამოიყენოთ და უფალსავე ხელეწიფება მისი წართმევა.
   გახსოვდეთ რომელ დღესაც ვერ შეძლებთ სიკეთის ქმნას ის დღე დაკარგულია.
   გიყვარდეთ დედა და მამა და დაიმსახურეთ მათი ლოცვა–კურთხევა,რადგან მშობელთა ლოცვა ღვთის დალოცვაა.
  გიყვარდეთ სამშობლო ჩვენი მრავალჭირნახული საქართველო, რადგან“ სამშობლოროგორც უფალი,ერთია ქვეყანაზედა’’.
  კარგად შეისწავლეთ ქართული ენა და საქართველს ისტორია, მათში დიდი საიდუმლო და სულიერი ძალაა.
გაუფრთხილდით და დაიცავით ჭეშმარიტი, მართლმადიდებელი საწმუნოება,რადგან მხოლოდ მარლთმადიდებელი ეკლესია ინახავს უძველესი სამოციქულო და განუყოფელი ეკლესიის რწმენასა და ტრადიციებს.
  გიყვარდეთ ღმერთი, გიყვარდეთ ადამიანი,გიყვარდეთ წიგნი,რადგან სიყვარული სათავეა სიხარულისა და ადამიანის ბედნიერებისა.
   დალოცვილი და გახარებული იყავით, იარეთ ჭეშმარიტების გზით და ჭეშმარიტება მიგიყვანთ უფალთან.

                                               †        ილია მე II



No comments:

Post a Comment