სკოლის ვირტუალური ბიბლიოთეკა


1996 წელს  მე-11 კლასის მოსწავლის გიორგი შარვაშიძის ინიციატივით დაარსდა ახალგაზრდულ-საინფორმაციო ლიტერატურული გაზეთი „ისრიმი“. 1998  წელს გაზეთმა მოიპოვა სოროსის ფონდის გრანტი პროგრამისთვის „მასმედიის განვითარება სასწავლო დაწესებულებებში.“
სკოლაში გამოდიოდა გაზეთი "5+"
საქართველოს განათლების სამინისტრომ წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის მოსწალე-ახალგაზრდობის გაზეთ „5+“-ის რედკოლეგია 2003 წელს დაჯილდოვა საპატიო სიგელით .
ნაყოფიერია იუნესკოს კლუბ „ბაგრატის“ (ხელ-ლი მ. ლომთაძე) საქმიანობა. კლუბის წევრებმა თბილისისა და ქუთაისის უნივერსიტეტების, სახელმწიფო მუზეუმის, არქივის, გელათის სახალხო აკადემიის პროფესორ-მასწავლებელთა ხელმძღვანელობით გამოსცეს წიგნები: „ბაგრატი“ (2002 წელი), „გელათი“ (2003 წელი), „გეგუთი, ვარციხე“ (2005 წელი), „მოწამეთა“ (2006წელი). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმმა კლუბი „ბაგრატი“ დააჯილდოვა საპატიო სიგელით. მოსწავლეთა თაოსნობით  იუნესკოს ასოცირებული სკოლებისათვის გამოიცა ბუკლეტი „საქართველო ქუთაისი“.
კინო-კლუბმა „მემატიანემ“ გადაიღო ფილმი წმინდა ნინოს სასწავლებელზე.






   1961 წელს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით ქუთაისის  მე-3 საშუალო სკოლა გადაიქცა ინგლისური ენის გაღრმავებული სწავლების სკოლად.                                                             1983 წელს დაარსდა ინგლისურენოვანი თოჯინების თეატრი, 1991 წელს თეატრი მიწვეული იყო უელსში, სადაც დიდი მოწონება დაიმსახურა.                                                                                          ქართული ტრადიციების წეს-ჩვეულებებისა და ყოფაცხოვრების შესახებ მოსწავლეთა ძალებით ინგლისურ ენაზე გამოიცა წიგნი „ეს ჩვენი საქართველოა“. წიგნის გამოცემას ხელმძღვანელობდნენ სკოლის პედაგოგი თინათინ კუტივაძე და აშშ-ის საელჩოს მასწავლებელი ჯონ სიმპსონი.




განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ „ირმის ნახტომის“ პროექტში შემოქმედ მოსწავლეთა მიერ გამოცემული ჟურნალი „ნებიერასათვის“  2006 წელს  სკოლამ  მიიღო ციფრული ტექნიკა.


No comments:

Post a Comment